ჩვენს შესახებ

კომპანია „კრედფინი“ ფინანსურ მომსახურებას უწევს მოსახლეობას 2005 წლიდან. 2016 წლის 19 აპრილს კომპანიას მიენიჭა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსი. მისო „კრედფინი“ ფუნქციონირებს, ჯერ-ჯერობით, მხოლოდ თბილისის მასშტაბით. ჩვენ მომხმარებელს 24 საათიან მომსახურებას ვთავაზობთ მთელი კვირის განმავლობაში. დაარსების დღიდან კომპანია დინამიურად ვითარდება საქართველოს საფინანსო ბაზარზე, ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ სერვისის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ხარისხის ახალი სტანდარტებისა და ტექნოლოგიების დანერგვით.

დღესდღეობით თბილისის მასშტაბით ფუნქციონირებს ორი ფილიალი და ერთი ცენტრალური ოფისი(იურიდიულ მისამართზე). მომავალში იგეგმება ახალი ფილიალების გახსნა როგორც თბილისში ასევე რეგიონებში.
ჩვენი ძირითადი მიმართულებაა ფიზიკური და იურიდიული პირების დაკრედიტება და მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო რესურსით უზრუნველყოფა.
ასევე ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ვალუტის ყიდვა-გაყიდვა, სალომბარდო მომსახურება, სწრაფი ფულადი გზავნილები(დამუშავების პროცესში).

ჩვენს ყველა ფილიალში კლიენტებს ემსახურებიან მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი სპეციალისტები, რომელთაც აქვთ ამ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. მათ აქ ელით მოქნილი პირობები და კომფორტული გარემო.